საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 18 ნოემბერს, კაიროში, საქართველოს საელჩოს და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით გაიმართა ქართველ შშმ ბავშვთა მოზაიკური ნამუშევრების გამოფენა “ეს მოზაიკური სამყარო”.

2018 წლის 18 ნოემბერს, კაიროში, საქართველოს საელჩოს და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს თანამშრომლობით გაიმართა ქართველ შშმ ბავშვთა მოზაიკური ნამუშევრების გამოფენაეს მოზაიკური სამყარო.

გამოფენას ეგვიპტეში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, საგანმანათლებლო და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტიხრული ინკრუსტრაციისა და მოზაიკის ტექნიკით შესრულებულმა ნამუშევრებმა დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ.