საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 24-27 ნოემბერს საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ვიზიტით იმყოფებოდა ლუქსორის პროვინციაში.

2018 წლის 24-27 ნოემბერს საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ვიზიტით იმყოფებოდა ლუქსორის პროვინციაში.

მ/წ 25 ნოემბერს გაიმართა ელჩის შეხვედრა პროვინციის გუბერნატორთან, მუსტაფა ალჰამთან. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აქტუალური საკითხები, კერძოდ, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ამასთან, საუბარი შეეხო ლუქსორის პროვინციასა და საქართველოს რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას.

ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით, საქართველოს ელჩმა მოინახულა ლუქსორის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და კულტურული ძეგლები.

აღსანიშნავია, რომ  საქართველოს ელჩის ვიზიტი საკმაოდ ფართოდ გაშუქდა ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ.