საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 12 მარტს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა, გამართა მორიგი პრესკონფერენცია ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლებისათვის.

2019 წლის 12 მარტს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა,  გამართა მორიგი პრესკონფერენცია ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლებისათვის. შეხვედრის მსვლელობისას  ელჩი სამ მთავარ საკითხს შეეხო: ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისა და  აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის 10 წლის იუბილეს, ასევე Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის გრძელვადიანი პროგნოზის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა თემებმა დამსწრე ჟურნალისტების დიდი ინტერესი დაიმსახურა, მათ შორის საქართველოში არსებული ეკონომიკური და ბიზნეს გარემოს, ასევე ევროპული ინტეგრაციის პრობლემატიკის კონტექსტში. შეხვედრის ბოლოს  ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების მრავალრიცხოვან შეკითხვებს.

პრესკონფერენცია ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.