საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 9 აპრილს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა, გამართა 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი სპეციალური პრესკონფერენცია

2019 წლის 9 აპრილს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ალექსანდრე ნალბანდოვმა,  გამართა 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილი სპეციალური  პრესკონფერენცია ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლებისათვის.

შეხვედრის დროს ელჩმა ვრცლად ისაუბრა საბჭოთა რეჟიმის მიერ 30 წლის წინ ჩადენილი დანაშაულის, კერძოდ სამხედრო ძალის გამოყენებით მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სისხლიანი  ანგარიშსწორების შესახებ, რომელიც , საბოლოოდ,  საბჭოთა კავშირის  დასასრულის დასაწყისად იქცა.

ამასთან, მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება მიეცათ  გაცნობოდნენ 1989 წლის 9 აპრილისადმი მიძღვნილ ვიდეო მასალებს.

პრესკონფერენცია ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.