საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 17 ივნისს ქ. კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

2019 წლის 17 ივნისს ქ. კაიროში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებული ელჩები, დიპლომატიური კორპუსის, ადგილობრივი საზოგადოებისა , ბიზნეს სექტორის და ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

სტუმრებს სიტყვით მიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ბატონმა ალექსანდრე ნალბანდოვმა. მან მოკლედ ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების და მის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, პირველ ყოვლისა, საქაერთველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ამასთან, საქართველოს ელჩი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტებს და საქართველო-ეგვიპტეს შორის არსებულ ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ საქართველოსადმი მიძღვნილი ვიდეორგოლები და დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და მინერალური წყალი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.