საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 8 აგვისტოს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გამართა პრესკონფერენცია რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 11 წლისთავთან დაკავშრებით.

საქართველოს ელჩმა მიმოიხილა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა და ხაზი გაუსვა, რომ სამხედრო ინტერვენციიდან 11 წლის შემდეგაც რუსეთის ფედერაციას ჯერ კიდევ არ შეუსრულებია ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კვლავ გრძელდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.

საქართვველოს ელჩმა ვრცლად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების მდგომარეობასა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევის მასშტაბებზე, რაც გამოიხატება ოკუპირებულ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების, ცხოვრებისა და  საკუთრების უფლების დარღვევით.

ელჩმა აქვე ისაუბრა ოკუპირებული ტერიტორიებისკენ მიმართულ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკის ძირითად ასპექტებსა და საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე.

მოწვეულ ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ოკუპაციის 11 წლისთავთან დაკავშირებულ ფოტო-ვიდეო მასალებს.