საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 19 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან (მინისტრის მოადგილე) ევროპის ქვეყნების საკითხებში ამრ რამადანთან.

2019 წლის 19 აგვისტოს გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის თანაშემწესთან (მინისტრის მოადგილე) ევროპის ქვეყნების საკითხებში ამრ რამადანთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. კერძოდ, საუბარი ეხებოდა საქართველო-ეგვიპტის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუდნის ჩატარებას. მხარეები ასევე შეეხნენ ლიბიაში ამჟამად არსებულ ვითარებასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

ამასთან, ეგვიპტეს მხარეს გადაეცა 2008 წლის 8 აგვისტოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებული ნოტის ასლი და Non paper-ი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ  აქტიურ კონსულტაციებს ამ და სხვა ორმხრივი ინტერესის მქონე საკითხებთან დაკავშრებით.