საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 9 სექტემბერს შედგა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის შეხვედრა ავიაკომპანია „Air Arabia”-ს ეგვიპტის ფილიალის მენეჯერთან აშრაფ მაჰმუდთან და ამავე კომპანიის ფინანსურ მენეჯერ აჰმედ ელმასრისთან.

2019 წლის 9 სექტემბერს შედგა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის შეხვედრა ავიაკომპანია  Air Arabia”-ს ეგვიპტის ფილიალის მენეჯერთან აშრაფ მაჰმუდთან და ამავე კომპანიის ფინანსურ მენეჯერ აჰმედ ელმასრისთან.

შეხვედრაზე განხილული იქნა ეგვიპტესა და საქართველოს შორის ახალი მიმართულებებით  პირდაპირი ფრენების  განხორციელების  შესაძლებლობა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ კონსულტაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით.