საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპულ საკითხებში

2021 წლის 19 დეკემბერს გაიმართა  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში  საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის, ბატონი მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპულ საკითხებში, ბატონ იჰაბ ნასრთან.

შეხვედრის დროს  მხარეებმა განიხილეს  ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.  
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  ქვეყნებს შორის პოლიტიკური და  ეკონომიკური კავშირების განმტკიცების და  ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.