საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

alexander nalbandov

ალექსანდრე ნალბანდოვი

სახელი და გვარი: ალექსანდრე ნალბანდოვი

დაბადების თარიღი და ადგილი: 1960წ. 14 აპრილი საქართველო, თბილისი

განათლება: უმაღლესი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი (1977–1982წწ.)

სტაჟირება ცენტრალურ ევროპულ უნივერსიტეტში, (ქ.ბუდაპეშტი, უნგრეთი, 1997წ.), გაეროს პროგრამის ფარგლებში (ადამიანის უფლებათა სფეროში სახელმწიფო ანგარიშების მომზადება)

გამოცდილება:

2016წ. ივლისიდან - საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში

2011წ. აპრილი – 2016წ. აპრილი: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში

2011წ. მაისი - 2014წ. მარტი: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთის რესპუბლიკაში და სლოვენიის რესპუბლიკაში

2010წ. დეკემბერი –2011წ. აპრილი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი

2008წ. დეკემბერი – 2010წ. დეკემბერი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

2008წ. ნოემბერი – 2008წ. დეკემბერი: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილე

2006წ. ოქტომბერი – 2008წ. ნოემბერი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი

2006წ. მარტი – 2006წ. ოქტომბერი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის საერთაშორისო ორგანიზაციების სამმართველოს უფროსი

2005წ. ნოემბერი – 2006წ. მარტი: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის გაეროს სამმართველოს უფროსი

2000წ. იანვარი – 2005წ. ნოემბერი: საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის განყოფილების მთავარი მრჩეველი, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ადამიანის უფლებათა დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილე

1998წ. იანვარი – 2000წ. იანვარი: საქართველოს სახალხო დამცველის მოქალაქეთა მიღების სამხახურის უფროსი, სახალხო დამცველის რწმუნებული

1993წ. ივლისი – 1997წ. დეკემბერი: საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვისა ეროვნებათაშორის ურთიერთობათა კომიტეტის სამმართველოს უფროსი, განყოფილების გამგე, წამყვანი სპეციალისტი

ძირითადი ნაშრომები:

1995 – 2006წწ: 16 სახელმწიფო ანგარიშის ავტორი საქართველოს მიერ გაეროს ადამიანის უფლებათა ექვსი ძირითადი დოკუმენტის მოთხოვნათა შესრულების შესახებ

2000წ. და 2003წ.: საქართველოს კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენციასთან შესაბამისობის შესახებ ორი ანალიტიკური ნაშრომის თანაავტორი

სხვა საქმიანობა:

1999 – 2008წწ: საქართველოს დელეგაციების წევრი, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს 10 სახელმწიფო ანგარიში განხილვაში გაეროს ადამიანის უფლებათა ექვსი ძირითადი დოკუმენტის მოთხოვნათა შესრულების შესახებ

დიპლომტიური რანგი: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე, ორი ვაჟი