საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის დამყარდა 1992 წლის 11 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში:

  • ალექსანდრე ნალბანდოვი - 2016 წლიდან დღემდე;
  • არჩილ ძულიაშვილი - 01.01.2011 - 2016;
  • გოჩა ჯაფარიძე - 16.04.2009-01.01.2010;
  • გიორგი ჯანჯღავა - 01.02.06 - 16.04.2009;
  • აპოლონ სილაგაძე - 28.12.1997-15.07.2004 ;

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქალაქ ერევანში):

  • მუჰამედ ალა ელდინ საად ელეისი - 2011-დღემდე;
  • ვაჰიდ ელდინ ისმაილ გალალი - 24.07.2007 -2011;
  • აბლა მუჰამედ აბდელ რაჰმან ოსმანი - 30.11.2004 – 30.05.2007;
  • ბაკრი რუშდი ელ-ამარი - 13.06.2000-30.11.2004 ;
  • საიდ იმამ მაჰმუდ იმამი - 1996-2000;

თანამშრომლობის სფეროები:

საქართველო და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა აქტიურად თანამშრომლობენ პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში. ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის ტარდება რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას; ხორციელდება მაღალი დონის ვიზიტები, ბიზნეს ფორუმები და კულტურული ღონისძიებები.

ტექნიკური თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს წარმომადგენლებს ყოველწლიურად ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ეგვიპტეში სხვადასხვა სფეროში ორგანიზებულ სასწავლო პროგრამებში, მათ შორის არაბული ენის შესწავლის მიზნით ორგანიზებულ კურსებში.

სავაჭრო ბრუნვა (ათასი აშშ დოლარი)

წელი

ექსპორტი

იმპორტი

2000

46.5

115.5

2001

-

409.2

2002

19.7

72.3

2003

49.1

100.2

2004

416.3

474.8

2005

1,219.7

1,733.0

2006

910.9

7,688.4

2007

2791.1

9807.1

2008

23.4

4384.2

2009

3477.1

2254.8

2010

934.7

3479.8

2011 4,609 11,539
2012 21739,5 19119,7

მნიშვნელოვანი ვიზიტები

საქართველოს მხრიდან:

2-3 ივნისი,1999 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ვიზიტი;

დეკემბერი , 2006- პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანის ვიზიტი.

4-5 აპრილი, 2009 - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი.

21-27 მაისი, 2009 - საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინრურაშვილი.

19-21 იანვარი, 2010 - საქართველოს პრემიერ მინისტრის ნიკა გილაურის ვიზიტი.

1-2 მარტი, 2011- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი.

7-8 მარტი, 2012 -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბატონი გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი.

ეგვიპტის მხრიდან

19 ოქტომბერი, 2002 - ეგვიპტის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრის ფაიზა აბულ ნაგას ვიზიტი საქართველოში;

25 მაისი, 2010 - ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ აბულ ღეითის ოფიციალური ვიზიტი.

სამართლებრივი ბაზა:

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის დიპლომატიური, სპეციალური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელთა უვიზო ურთიერთმგზავრობის შესახებ. ხელმოწერილია 1999 წლის 3 ივნისს. ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

ოქმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის კონსულტაციების შესახებ. ხელმოწერილია 1999 წლის 3 ივნისს. ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

ურთიერთგაგების მემორანდუმი ჯანმრთელობის დაცვისა და ფარმაცევტიკის სფეროში საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის. ხელმოწერილია 2002 წლის 22 ოქტომბერს. ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურ სამდივნოს შორის. ხელმოწერილია 2009 წლის 4 აპრილს. ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ძალაშია 2000 წლის 7 თებერვლიდან.

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური, ტექნიკური და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ. ძალაშია 2000 წლის 7 თებერვლიდან.

საქართველოს მთავრობასა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმახორციელებელი პროგრამა. ხელმოწერილია 2010 წლის 20 იანვარს. ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან.

2012 წელს ძალაში შევიდა შეთანხმება „საქართველოსა და ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და კაპიტალზე გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“.