საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ურთიერთობები საქართველოსა და სირიას შორის

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სირიის არაბთა რესპუბლიკას შორის დამყარდა 1994 წლის 18 მაისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სირიის არაბთა რესპუბლიკაში (რეზიდენციით ქ. კაირო)

  • ალექსანდრე ნალბანდოვი - 2016 წლიდან დღემდე;
  • არჩილ ძულიაშვილი - (01.01.2011- 2016);
  • გოჩა ჯაფარიძე - (16.04.2009-01.01.2010);
  • გიორგი ჯანჯღავა - (01.02.06 - 16.04.2009);
  • აპოლონ სილაგაძე - (28.12.1997-15.07.2004).

სირიის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში (რეზიდენციით ქ.ერევანი)

  • აბლა მუჰამედ აბდელ რაჰმან ოსმანი - (30.11.2004);
  • ბაკრი რუშდი ელ-ამარი - (13.06.2000-30.11.2004);
  • საიდ იმამ მაჰმუდ იმამი - (1996-2000).

სამართლებრივი ბაზა

ძალაშია შესული:

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სირიის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობის ოქმი". ძალაშია 2010 წლის 2 მაისიდან;

„საქართველოს მთავრობასა და სირიის არაბთა რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება". ძალაშია 2011 წლის 20 ივლისიდან. ხელი მოეწერა 2010 წლის 2 მაისს.

მნიშვნელოვანი ვიზიტები:

2010 წლის 1-2 მაისი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ვიზიტი სირიის არაბთა რესპუბლიკაში;

2010 წლის სექტემბერში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ვალიდ ალ-მუალემთან ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფორმატში.