საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 11 აპრილს, ეგვიპტის ფაიუმის პროვინციის გუბერნატორის მიწვევით, საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი გაცნობითი ვიზიტით ქ. ფაიუმს ესტუმრა.

2018 წლის 11 აპრილს, ეგვიპტის ფაიუმის პროვინციის გუბერნატორის მიწვევით, საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი გაცნობითი ვიზიტით . ფაიუმს ესტუმრა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ფაიუმის გუბერნატორთან, - გამალ სამისთან, რომლის დროსაც ძირითადი ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებს დაეთმო. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი ბიზნეს წრეების წარმომედგენლები. დიალოგის რეჟიმში მიმდინარე დისკუსიის დროს გამოიკვეთა ეგვიპტის მხარის მნიშვნელოვანი დაინტერესება ბიზნესისა და ინვესტიციების სფეროში ქართველ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებთან დაკავშირებით.
ამას გარდა, საქართველოს ელჩი გაეცნო .ფაიუმისა და პროვინციის ტურისტულ პოტენციალს და არსებულ ინფრასტრუქტურას.