საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრეს-კონფერენცია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებათა წარმომადგენლებისთვის. პრეს-კონფერენციის თემას საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“

2018 წლის 15 აპრილს ეგვიპტეში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა გამართა მორიგი პრეს-კონფერენცია მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებათა წარმომადგენლებისთვის. პრეს-კონფერენციის თემას საქართველოს მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ წარმოადგენდა.

პრეს-კონფერენციის გახსნისას საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ინიციატივა ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ წარმოადგენს უპრეცედენტო ნაბიჯს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების გზაზე.

ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს ელჩმა ასევე მიმოიხილა საქართველოს მთავრობის მიერ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გადადგმული კონკრეტული ნაბიჯები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების და გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კონტაქტების, გადაადგილების და ორმხრივ ინტერესებზე დაფუძნებული ურთიერთობების წახალისების მიზნით.

პრეს-კონფერენცია ფართოდ გაშუქდა ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ.

http://www.elbalad.news/3263033

http://nisfeldunia.ahram.org.eg/NewsQ/180581.aspx

https://akhbarelyom.com/…/سفير-جورجيا-بالقاهرة-أولويات-حكوم…