საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ქარიმ აბდელ დარვიშთან (Karim Abdel Darvish).

2018 წლის 22 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ქარიმ აბდელ დარვიშთან (Karim Abdel Darvish). შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ ეგვიპტის პარლამენტის წევრები სალაჰ შავკი ოკელი (Salah Shawki Okel) და ტარეკ ელ ხოული (Tarek El Khouly).
შეხვედრის დროს -ნმა ქარიმ აბდელ დარვიშმა აღნიშნა, რომ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო კავშირების აღრმავებას, და დაინტერესებულია ეგვიპტისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებით და საპარლამენტთაშორისო კავშირების გაძლიერებით
საქართველოს ელჩმა განაცხადა, რომ საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში უკვე შექმნილია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი და საკმაოდ კარგი ნიადაგია მომზადებული ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. თავის მხრივ, -ნმა ქარიმ აბდელ დარვიშმა განაცხადა, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარის დღის წესრიგში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ფორმირება პრიორიტეტთა სიაშია, დიდია ამ ჯგუფში გაწევრიანების მოსურნე ეგვიპტელ პარლამენტართა სია და რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ამ მიმართულებით.
შეხვედრის ბოლოს მხარეები შეთანხმდნენ შემდგომი კონსულტაციების გამართვის შესახებ ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით.