საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 8 დეკემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპულ საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში - European Christmas Charity Bazaar 2018 - რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებული ელჩების მეუღლეების ორგანიზებით გაიმართა.

ბაზრობაზე საქართველოს საელჩოს მიერ წარმოდგენილი იყო ქართული ღვინო, სხვა ალკოჰოლური სასმელები, ტრადიციული სამოსის ელემენტები და ქართული წარმოების ხელნაკეთი ნივთები, რომლებმაც ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებსა და უცხოელი დიპლომატებს შორის  დიდი მოწონება დაიმსახურა.

შემოსული თანხა გადაეცემა სხვადასხვა  საქველმოქმედო ფონდებს.