საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2019 წლის 1 მაისიდან აცხადებს სტაჟირების კონკურსს

სტაჟირებისა დაპრაქტიკის გავლის წესი.pdf 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო 2019 წლის 1 მაისიდან   აცხადებს სტაჟირების კონკურსს. კონკურსის შედეგად, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება 1 (ერთ) საუკეთესო აპლიკანტს.

 

სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მიზანია სტაჟიორთა მომზადება, გადამზადება, მათი კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.

 

 

სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ქმედუნარიან     მოქალაქეს,     რომელიც     ფლობს    სახელმწიფო     ენას,     არის უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

 

საბუთები მიიღება მ/მ 1 მაისიდან 14 მაისი ჩათვლით, ელექტორნული ფოსტის მეშვეობით, მისამართზე: cairoemb@mfa.gov.ge

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

 

• განაცხადების გადარჩევა;

 

• გასაუბრება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ინგლისური და არაბული ენის ცოდნა, სამუშაო ან სასწავლო გამოცდილება საზღვარგარეთ.

კონკურსის თემატიკა:

1. დიპლომატიური წარმომადგენლობის საქმიანობის სპეციფიკის გაცნობა (პრაქტიკული დიპლომატია).

2. ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის რეგიონის სახელმწიფოთა პრობლემატიკის გაცნობა.

3. საელჩოს საკონსულო სამსახურის საქმიანობის გაცნობა.

 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მისამართზე:cairoemb@mfa.gov.ge უნდა წარადგინოს:

 

განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

 

) ავტობიოგრაფია;

 

) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლესსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

 

) პასპორტის ასლი;

 

) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი

 

დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

 

) ერთი ფოტოსურათი (3X4).

 

) ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე : Tanta str. 11, Mohandessin, Cairo.

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპების/გასაუბრების თარიღი დამატებით ეცნობებათ კონკურსის მონაწილეებს,

 

სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების წარმატებით გავლისდამადასტურებელი სერთიფიკატი

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტაჟირების კონკურსი ცხადდება წელიწადში ორჯერ, მაისისა და ნოემბრის თვისპირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით  შემდეგ ტელეფონზე: +202 330 447 68; +202 330 447 98 ან ელ. ფოსტაზე: cairoemb@mfa.gov.ge

 

 განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ.doc

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი.pdf