საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, სადაც საზეიმო ვითარებაში ბიბლიოთეკას გადაეცა შემდეგი წიგნები და ალბომები:

2019 წლის 19 ნოემბერს საქართველოს ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით ესტუმრა ალექსანდრიის ბიბლიოთეკას, სადაც საზეიმო ვითარებაში ბიბლიოთეკას გადაეცა შემდეგი წიგნები და ალბომები:  

„კულტურა და მხატვრული ცხოვრება საქართველოს პირველ რესპუბლიკაში (1918-1921)“;

„აფხაზეთი, საქართველო: ისტორია, კულტურა, პოლიტიკა (ქართულ და არაბულ ენებზე);

„აფხაზეთის თანამედროვე მხატვრები“;

ქართული კულტურული მემკვიდრეობა- აფხაზეთი“;

 „Georgia- Land of Hospitality”.

          აღსანიშნავია, რომ საელჩოს მიერ ალექსანდრიის ბიბლიოთეკას საქართველოში გამოცემული სხვადასხვა თემატიკის წიგნები უკვე მეორედ გადაეცა.

ელჩმა ასევე გამართა სამუშაო შეხვედრები ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დირექტორ მუსტაფა ელ ფეკისთან და ბიბლიოთეკის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის განყოფილების ხემძღვანელ შერიფ რიადთან, სადაც მხარეებმა განიხილეს შემდგომი  თანამშრომლობის საკითხები.

საელჩოს ორგანიზებით და ალექსანდრიის ბიბლიოთეკასთან თანამშრმლობით ქართველი სტუდენტებს, რომლებიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან არსებულ უცხოელთათვის არაბული ენის შემსწავლელ ცენტრში სწავლობენ, შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში დაცულ უძველეს მანუსკრიპტებსა და სხვა ღირშესანიშნაობებს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრიის ბიბლიოთეკასა და საქართველოს საელჩოს შორის შემდგარი შეთანხმების საფუძველზე ღონისძიების მონაწილე ქართველ სტუდენტებს, ეგვიპტეში მათი სწავლის პერიოდში უსასყიდლოდ შეეძლებათ ისარგებლონ ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდით.

ღონისძება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.