საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 27-29 ნოემბერს საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ვიზიტით იმყოფებოდა მატრუჰის პროვინციაში.

2019 წლის 27-29  ნოემბერს საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ვიზიტით იმყოფებოდა მატრუჰის პროვინციაში.

მ/წ 27 ნოემბერს გაიმართა ელჩის შეხვედრა პროვინციის გუბერნატორის მოადგილესთან, გენერალ მოჰამედ ანისთან და ურბანული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელთან, იბრაჰიმ ჰაფიანთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების აქტუალური საკითხები, კერძოდ, ტურიზმისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში. ამასთან, საუბარი შეეხო მატრუჰის პროვინციასა და საქართველოს რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას.

მ/წ 28 ნოემბერს გაიმართა  ელჩის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ქ. სივას  მერთან, გენერალ ვაფაი ალ-ჰესევისთან.

ვიზიტის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ელჩმა მოინახულა მატრუჰის პროვინციის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული და კულტურული ძეგლები.