საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 5 დეკემბერს ქ. კაიროში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული საღამო-ღვინის დეგუსტაცია გაიმართა სახელწოდებით „Wine and More…”.

2019 წლის 5  დეკემბერს ქ. კაიროში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული საღამო-ღვინის დეგუსტაცია გაიმართა სახელწოდებით Wine and More…”.

მოწვეულ სტუმრებს შორის ქ. კაიროში აკრედიტებული საელჩოებისა და  გაეროს სააგენტოების  წარმომადგენლები - „კაიროში ახალგაზრდა დიპლომატთა ჯგუფის“ წევრები, რომლის  შექმნის ინიციატორი  კოლუმბიის საელჩო გახლდათ.

საღამოს მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოსა და კოლუმბიის ელჩებმა.

ღვინის დეგუსტაციის პროცესში საქართველოს ელჩი სტუმრებს ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და სუფრის ტრადიციებზე ესაუბრა.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულ დიპლომატებს ქართლი ღვინის დაგემოვნებასთან ერთად, საშუალება ქონდათ, მოესმინათ და გაცნობოდნენ ეგვიპტეში ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს, რამაც მოწვეული სტუმრების დიდი მოწონება დაიმსახურა.

ქართული საღამო ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში  კოლუმბიის საელჩოსთან თანამშრომლობით გაიმართა.  ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით კოლუმბიის ელჩს, მის აღმატებულება ანა მილენა მუნოზ დე გავირიას  ნაყოფიერი თანამშროლმობისათვის.