საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2019 წლის 14 დეკემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ევროპულ საქველმოქმედო საშობაო ბაზრობაში - European Christmas Charity Bazaar 2019, სადაც საქართველოს საელჩოსთან ერთად მონაწილეობა მიიღო ეგვიპტეში სამუშაო ვიზიტით მყოფმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დელეგაციამ.

საელჩოსათვის გამოყოფილ სივრცეში წარმოდგენილი იყო აფხაზეთთან ასოცირებული კომპანიებისა და ბიზნესმენების მიერ წარმოებული ალკოჰოლური (ღვინო, ჭაჭა) და სოფლის მეურნეობის პროდუქცია (თაფლი, ჩაი), ასევე ტრადიციულ სტილში შესრულებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირები, რომლებიც აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ მოგვაწოდა. ამასთან, უშუალოდ საელჩოს მიერ ბაზრობაზე გამოტანილ იქნა საქართველოში წარმოებული სხვა პროდუქციაც-ტკბილეული, ტრადიციული სამოსის ელემენტები და ქართული წარმოების ხელნაკეთი ნივთები, რომლებმაც ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებსა და უცხოელ დიპლომატებს შორის  დიდი მოწონება დაიმსახურა.

ტრადიციისამებრ, შემოსული თანხა გადაეცემა ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებულ  საქველმოქმედო ფონდებს.