საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის 19-21 იანვარს ქ. კაიროში ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორე მიგრაციის სტატისტიკის საერთაშორისო ფორუმი.

2020 წლის 19-21 იანვარს ქ. კაიროში ჩატარდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორე მიგრაციის სტატისტიკის საერთაშორისო ფორუმი.

ფორუმს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელი, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ეგვიპტეში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართული მხრიდან ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა  ბატონმა გოგიტა თოდრაძემ, რომელიც ერთ-ერთ პანელზე სპიკერად გამოვიდა.

მ/წ 19 იანვარს გაიმართა მიგრაციის საერთაშორისო ფორუმის საზეიმო გახსნის ცერემონია, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში, ალექსანდრე ნალბანდოვი, დაესწრო.