საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის "საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური ორგანოს" აღმასრულებელ დირექტორთან

2021 წლის 22 დეკემბერს გაიმართა  ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში  საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის, ბატონი მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის "საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური ორგანოს" -   "GAFI"-ს აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ მოჰამედ აბდელ-ვაჰაბთან.
  შეხვედრის დროს  მხარეებმა განიხილეს  ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების განვითარების პერსპექტივები და დასახეს  შემდგომი თანამშრომლობის გზები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი კომპანიების, "MIG Group"-ის და "BIO GEORGIA"-ს ხელმძღვანელები, რომლებიც საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით აწარმოებენ მოლაპარაკებებს ეგვიპტურ მხარესთან, ქართული პროდუქციის ეგვიპტეში ექსპორტთან დაკავშირებით.