საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2017 წლის 5 დეკემბერს ქ. კაიროში საქართველოს საელჩომ გამართა არაფორმალური მიღება სახელწოდებით “ქართული საღამო“ (Georgian Evening).

2017 წლის 5 დეკემბერს ქ. კაიროში საქართველოს საელჩომ გამართა არაფორმალური მიღება  სახელწოდებით “ქართული საღამო“ (Georgian Evening).

მიღების დროს სტუმრებმა, რომელთა შორის იყვნენ ეგვიპტეში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძვანელები და დიპლომატები, ასევე ადგილობრივი საზოგადოებისა და მედიის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლები, დააგემოვნეს  საქართველოდან მოწვეული მზარეულების მიერ მომზადებული ქართული ეროვნული კერძები. ამასთან, წარმოდგენილი იყო ქართული ალკოჰოლიანი სასმელების მრავალფეროვანი არჩევანი (სხვადასხვა სახის ღვინო, ბრენდი, ჭაჭა).

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა ეროვნული სამოსისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, წარმოდგენილი იყო საქართველოს ეკონომიკის, ბიზნესგარემოს, ტრადიციებისა და კულტურის ამსახველი საინფორმაციო მასალა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, შესაბამისი აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებით.

 

საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულმა საღამომ მოწვეულ სტუმრებს შორის დიდი მოწონება დაიმსახურა და ფართოდ გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი ბეჭდვით და ელექტრონულ საშუალებათა მიერ.

• http://www.elbalad.news/3064356
• http://elgornal.net/news/news.aspx?id=11133825
• https://www.medanelakhbar.com/World/news-95218
• http://www.alsharqtimes.com/Sports/news-92220