საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით 2017 წლის 22 აგვისტოს საქართველოს საელჩოში გაიმართა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია

აგვისტოს ომის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით 2017 წლის 22 აგვისტოს საქართველოს საელჩოში გაიმართა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია ადგილსამყოფელი ქვეყნის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთათვის. პრეს-კონფერენციაზე საქართველოს ელჩის მიერ სიღრმისეულად გაშუქდა ცხრა წლის განმავლოვაში რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამჟამად არსებული მდგომარეობა.

პრეს-კონფერენციის მიწურულს საქართველოს ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ შეკითხვებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან, ეგვიპტე-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებთან და რეგიონში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ადგილსამყოფელი ქვეყნის მას-მედიის წარმომადგენელთათვის გაიმართა ფილმის „მანდარინები“-ს ჩვენება.

პრეს-კონფერენცია ფართოდ გაშუქდა ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.