ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გაცნობებთ, რომ 2014 წლის 1 მაისიდან გაიზარდა ეგვიპტის ვიზის საფასური:

ერთჯერადი ვიზის ღირებულება შეადგენს 25 აშშ დოლარს

მრავალჯერადი ვიზის ღირებულება შეადგენს 35 აშშ დოლარს

 

განთავსების თარიღი: 19.05.2014
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებმაც მიმდინარე წლის 10 ოქტომბრამდე არ გაიარეს საქართველოში საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია, მოხსნილები არიან რეგისტრაციიდან.

განთავსების თარიღი: 21.10.2013
 

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 4 ივლისის N04/07/01 განკარგულებით, საქართველოს პრეზიდენტის მორიგი არჩევნები ჩატარდება 2013 წლის 27 ოქტომბერს.

განთავსების თარიღი: 10.09.2013
 

2013 წლის 29 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ცნობილი გახდა, რომ სირიის არაბთა რესპუბლიკაში იმყოფებიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით.

განთავსების თარიღი: 01.09.2013
 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და „მუსლიმი ძმების" მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.

განთავსების თარიღი: 15.08.2013
 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავი უნდა შეიკავონ მთლიანად სინას ნახევარკუნძულზე გადაადგილებისაგან და აღნიშნულ ნახევარკუნძულზე მდებარე წითელი ზღვის კურორტებზე (შარმ ელ-შეიხი, ტაბა, დაჰაბი, ნუვეიბა, წმ. ეკატერინეს მონასტერი) მოგზაურობისაგან. 

განთავსების თარიღი: 09.07.2013
 

ბოლო დღეებში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მკვეთრად გამწვავებული ვითარებიდან გამომდინარე, რომლის შედეგადაც ქვეყანაში გაუარესდა უსაფრთხოება, ხოლო შეტაკებების შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მიმართავს ეგვიპტის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. 

განთავსების თარიღი: 29.06.2013
 

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო აქტიურად მუშაობს საარჩევნო სიების გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, 2013 წლის აპრილიდან განსაკუთრებული აქტივობით ხორციელდება მონაცემთა ბაზის ანალიზი. 

განთავსების თარიღი: 09.06.2013
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ