ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2016 წლის 22 ნოემბერს ქ. კაიროში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

2016 წლის 22 ნოემბერს ქ. კაიროში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრნენ ქ. კაიროში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი დონის დიპლომატები, სამთავრობო წრეების, ადგილობრივი საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ბ-მა ალექსანდრე ნალბანდოვმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და საქართველო-ეგვიპტის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები.

მიღების დროს წარმოდგენილი იქნა აუდიოვიზუალური და ბეჭდვითი მასალა საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. ამასთან, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის ნიმუშები.

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ფართოდ გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებათა მიერ.

http://www.elbalad.news/2502638

http://www.elbalad.news/2502514

http://www.elfagr.org/2360320

http://akhbarelyom.com/news/594042

 
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ