ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო ქ. კაიროში გამართულ კულინარიის მე-3 საერთაშორისო ფესტივალში

2016 წლის 10 დეკემბერს ქ. კაიროში გაიმართა კულინარიის მე-3 საერთაშორისო ფესტივალი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ ეგვიპტის ერთ-ერთი უმსხვილესი მედია კორპორაცია  Al-Ahram-ი და ქალთა ჟურნალი Nisf Al-Donia Magazin-ი. ფესტივალზე, რომელიც ეგვიპტეში აკრედიტებული 17 დიპლოლომატიური მისიის მონაწილეობით ჩატარდა, ორგანიზატორების მიწვევით პირველად წარმოდგენილი იყო საქართველოს საელჩო.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით, ასევე ღონისძიების ორგანიზატორების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით, ფესტივალის 1000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის იყვნენ ეგვიპტის საზოგადოების, ბიზნეს-წრეების და მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლები, აგრეთვე ქ.კაიროში აკრედიტებული ელჩები და მაღალი რანგის დიპლომატები, საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული სამზარეულოს საუკეთესო კერძების ნიმუშები, რომელიც საქართველოდან მოწვეულმა მზარეულმა, ქ-ნმა ირინა ჩემინავამ დაამზადა. სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ ფესტივალის სტუმრების მხრიდან წარმოდგენილმა ქართულმა კერძებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

ამასთან, დამსწრე საზოგადოებისათვის ჩვენი ქვეყნის და მისი კულტურის უკეთ გაცნობისა და შემდგომი პოპულარიზაციის მიზნით, ფესტივალის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველოსადმი მიძღვნილი ვიდეოკლიპების  და ქართული ეროვნული სამოსის ჩვენება.

კულინარიის მე-3 საერთაშორისო ფესტივალის დასასრულს ჩვენი მონაწილეობის აღსანიშნავად საქართველოს საელჩოს გადაეცა სამახსოვრო ჯილდო.

ღონისძიება ფართოდ გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი ბეჭდვით და ელექტრონულ საშუალებათა მიერ.

 

http://english.ahram.org.eg/NewsContent/1/2/251766/Egypt/Society/Cuisine-Food-Festival-in-Cairo-on-Saturday-A-taste.aspx

 
Cuisine 2016
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ