ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ეგვიპტის წამყვან საგამომცემლო სახლ „ალ-აჰრამ“-თან თანამშრომლობით, გამოიცა 2017 წლის კალენდარი

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით, ეგვიპტის წამყვან საგამომცემლო სახლ „ალ-აჰრამ“-თან თანამშრომლობით, გამოიცა 2017 წლის კალენდარი, ინგლისურ ენაზე. კალენდარი დასურათებულია საქართველოს ხედებით და ასევე შეიცავს ქართული სამზარეულოს საუკეთესო ნიმუშების რეცეპტებს.

აღნიშნული კალენდარი საახალწლო მისალოც ბარათთან ერთად დაეგზავნა ეგვიპტის პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ეგვიპტის საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობის, ტურიზმის სამინისტროებსა და სხვა სამთავრობო უწყებებს, არაბული სახელმწიფოების ლიგას, კაიროში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მას-მედიის წარმომადგენლებს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული კალენდრის 500 ეგზემპლარი გავრცელდება საგამომცემლო სახლ „ალ-

აჰრამ“-ის მიერ გამოცემულ ყოველთვიურ ჟურნალ „Nisf El-Dunia”-თან ერთად დანართის სახით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ