ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 22 იანვარს ქ.ალექსანდრიაში გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის შეხვედრა ალექსანდრიის რეგიონის გუბერნატორთან

2017 წლის 22 იანვარს ქ.ალექსანდრიაში გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის შეხვედრა ალექსანდრიის რეგიონის გუბერნატორთან რედა ფარაჰატთან. ქართული მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა საელჩოს მრჩეველი გოჩა კერესელიძე.  შეხვედრის დროს ძირითადი ყურადღება დაეთმო საქართველო-ეგვიპტის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებისა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების შემდგომი დაახლოების პერსპექტივებს.   ქართულმა მხარემ ისაუბრა ეკონომიკური დიპლომატიის კუთხით საელჩოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე და იმედი გამოთქვა, რომ მხარეთა შორის ეკონომიკური კავშირების ინტენსიფიკაციის მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი რეგიონის ხელმძღვანელობის დახმარებით, ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან ურთიერთობის დამყარებაში შუამდგომლობის გზით.  ბ-ნმა რედა ფარაჰატმა ქართულ მხარეს აღუთქვა ყოველგვარი დახმარება რეგიონის ბიზნეს წრეებთან კავშირების დამყარებისა საქმეში. ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა ალექსანდრიის გუბერნატორს გულთბილი მიღებისა და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის მზაობისათვის.  ალექსანდრიის გუბერნატორსა და საქართველოს ელჩს შორის გამართული შეხვედრა ფართოდ გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებათა მიერ.

https://www.albawabhnews.com/2337104

http://www.elbalad.news/2591224

http://motamemservice.com/eg/Story/Details/30674012

 

http://www.s777.org/Msr/1427027.html

 
ალექსანდრიის გუბერნატორთან შეხვედრა
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ