ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

მიმდინარე წლის 22 თებერვალს ქ. კაიროში გაიმართა “El-Sawy”-ს კულტურული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გამოფენა „The 14th Sakia Exhibition for Cultural Services”. ღონისძიება მიზნად ისახავდა წარმოეჩინა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და ტრადიციები.

აღნიშნულ ღონისძიებაში კაიროში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებსა და კულტურულ ცენტრებთან ერთად პირველად მიიღო მონაწილეობა საქართველოს საელჩომ. ქართული მხრიდან გამოიფინა საინფორმაციო ბუკლეტები საქართველოს და მისი კულტურისა და ტრადიციების შესახებ, ვიზუალური მასალა (ფოტოსურათები და ვიდეოკლიპები), არაბულ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“, ხელნაკეთი ნივთები და სხვა.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა, რომელმაც თავისი გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, საქართველო-ეგვიპტის ორმხრივ ურთიერთობებსა და მდიდარ და მრავალფეროვან ქართულ კულტურაზე.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სტენდმა დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა.

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ