ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 7 მარტს გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან

2017 წლის 7 მარტს გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვედრა კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტთან ალი შუქრისთან (Aly Shokry). შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მმართველი საბჭოს წევრი  სამეჰ  ზაკი  (Sameh  Zaki),  საზოგადოებასთან  ურთიერთობების  მენეჯერი  მოჰამედ ფაჰმი (Nohamed Fahmi), ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი ხალედ მუსტაფა (Khaled Moustafa)) და  საელჩოს მრჩეველი გოჩა კერესელიძე.

შეხვედრის დროს ქართულმა მხარემ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პატნიორული და მეგობრული ურთიერთობების გათვალისწინებით შესაძლებელია კიდევ უფრო მეტი ყურადღების გამახვილება საქართველო-ეგვიპტის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებასა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეების შემდგომი დაახლოების პერსპექტივებზე.   ელჩმა   იმედი   გამოთქვა,   რომ   ეგვიპტესა   და   საქართველოს   შორის კავშირების ინტენსიფიკაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევაა შესაძლებელი კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ადგილობრივ ბიზნეს წრეებთან კავშირების  დამყარებაში  საქართველოს  საელჩოსადმი  გაწეული  შუამდგომლობის მეშვეობით.

კაიროს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ვიცე-პრეზიდენტი დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით და იმ სფეროებით, რომლებშიც პოტენციურ ინვესტორებს, კერძოდ ეგვიპტელ ბიზნესმენებს, გაუჩნდებათ ინტერესი ინვესტიციების.

ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას ეგვიპტის მხარემ მზაობა გამოთქვა დახმარება გაუწიოს საქართველოს საელჩოს სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებაში.

 

http://www.wataninet.com/%D8%A7%D9%82%D8%AA%D8%B5%D8%A7%D8%AF/%D8%BA%D8%B1%D9%81%D8%A9-%D8%A7%D9%84%D9%82%D8%A7%D9%87%D8%B1%D8%A9-%D8%AA%D8%B3%D8%AA%D9%82%D8%A8%D9%84-%D8%B3%D9%81%D9%8A%D8%B1-%D8%AC%D9%88%D8%B1%D8%AC%D9%8A%D8%A7/689200/

http://www.vetogate.com/2615431

http://www.elfagr.org/2494717

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ