ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 20 მარტს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ჩატარდა პრესკონფერენცია

2017 წლის 20 მარტს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში ჩატარდა პრესკონფერენცია, რომელსაც ეგვიპტის წამყვანი მედია საშუალებების 17 წარმომადგენელი დაესწრო.

აღნიშნულ პრესკონფერენციაზე განხილულ იქნა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე  მიმდინარე მოვლენები. პრესკონფერენციის მსვლელობისას ძირითადი ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულ ნაბიჯებზე, საქართველოს ცხინვალის რეგიონში  დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმსა და აფხაზეთში საოკუპაციო ხაზზე გამშვები პუნქტების დახურვაზე, აგრეთვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე.

პრესკონფერნციის მიწურულს საქართველოს ელჩმა უპასუხა ჟურნალისტების მიერ დასმულ მრავალრიცხოვან შეკითხვებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან, ეგვიპტე-საქართველოს ორმხმრივ ურთიერთობებთან და რეგიონში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებთან დაკავშირებით.

პრესკონფერენცია ფართოდ გაშუქდა ეგვიპტის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.  

·         http://www.aldiplomasy.com/en/?p=7129

·         http://www.elwatannews.com/news/details/1952835

·         https://www.elbalad.news/2678192

·         http://gate.ahram.org.eg/News/1424362.aspx

·         http://www.elfagr.org/2511966

·         http://www.albawabhnews.com/2434574

.         http://gate.ahram.org.eg/News/1424362.aspx

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ