ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება

2017 წლის 24 მაისს ქ. კაიროში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება, რომელსაც დაესწრნენ ქ. კაიროში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის მაღალი დონის დიპლომატები, სამთავრობო წრეების, ადგილობრივი საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და საქართველო-ეგვიპტის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. განსაკუთრებით აღინიშნა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი.

მიღების დროს წარმოდგენილი იქნა აუდიოვიზუალური და ბეჭდვითი მასალა საქართველოს ტურისტული პოტენციალისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ. ამასთან, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინის ნიმუშები.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება ფართოდ გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივ საშუალებათა მიერ.

·         http://www.aldiplomasy.com/?p=42858

·         http://www.elfagr.org/2605541

·         https://www.masress.com/elbalad/2778925

          https://www.elbalad.news/2778925

 
მიღება 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ