ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის სინაის ნახევარკუნძულზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით

10.07.2017 თბილისი - ​საქართველო მკაცრად გმობს 2017 წლის 7 ივლისს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის სინაის ნახევარკუნძულზე რაფას საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმას, რომელსაც სულ მცირე 23 ეგვიპტელი სამხედრო ემსხვერპლა და ათობით დაშავდა.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მხარს უჭერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ქვეყანაში სტაბილურობის განმტკიცებისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს უსურვებს სწრაფ გამოჯანმრთელებას და გამოთქვამს იმედს, რომ აღნიშნულ შემზარავ აქტში მონაწილე დამნაშავეები წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 11 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ