ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 11 ივლისს, ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით ვიზიტით ეწვივნენ ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციას

 2017 წლის 11 ივლისს, ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით ვიზიტით ეწვივნენ ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციას. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეგვიპტელმა ბიზნესმენებმა, ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციის  აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა ასოციაციის პრეზიდენტის მუჰამედ საბრის ხელმძღვანელობით.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველო-ეგვიპტის თანამშრომლობის გზები სხვადასხვა სფეროში. ეგვიპტური მხარე დაინტერესდა საქართველოში განხორციელებული რეფორმებით. ამასთან, განიხილეს შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობები განათლების და ტურიზმის მიმართულებით.

ქართულმა მხარემ გამართა პრეზენტაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომშიც გაცვლიან ვიზიტებს და იმუშავებენ ერთობლივი პროექტების ორგანიზებაზე ბიზნესის და ინვესტიციების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.

 
პრეზენტაცია ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციაში
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 11 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ