ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 3 დეკემბერს ქ. კაიროში გაიმართა კულინარიის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი (CUISINE IV), რომლის ორგანიზატორი იყო ეგვიპტის ერთ-ერთიუმსხვილესი მედია კორპორაცია Al-Ahram-ი. ფესტივალზე, რომელიც ეგვიპტეში აკრედიტებული 15 დიპლომატიური მისიის მონაწილეობით ჩატარდა, ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ.

2017 წლის 3 დეკემბერს . კაიროში გაიმართა კულინარიის მე-4 საერთაშორისო ფესტივალი (CUISINE IV), რომლის ორგანიზატორი იყო ეგვიპტის ერთ-ერთი უმსხვილესი მედია კორპორაცია Al-Ahram-ი. ფესტივალზე, რომელიც ეგვიპტეში აკრედიტებული 15 დიპლომატიური მისიის მონაწილეობით ჩატარდა, ასევე მონაწილეობა მიიღო საქართველოს საელჩომ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ღონისძიების ორგანიზატორების ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერით, ფესტივალის 1000-ზე მეტ სტუმარს, რომელთა შორის იყვნენ ეგვიპტის საზოგადოების, ბიზნეს-წრეების და მასობრივი ინფორმაციის წამყვან საშუალებათა წარმომადგენლები, აგრეთვე .კაიროში აკრედიტებული ელჩები და მაღალი რანგის დიპლომატები, საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული სამზარეულოს კერძების ნიმუშები, რომელიც საქართველოდან მოწვეულმა მზარეულებმა მოამზადეს. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის სტუმრების მხრიდან, წარმოდგენილმა ქართულმა კერძებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.

კულინარიის მე-4 საერთაშორისო ფესტივალის დასასრულს ჩვენი მონაწილეობის აღსანიშნავად საქართველოს საელჩოსა და ქართველ მზარეულებს სამახსოვრო ჯილდოები გადაეცათ.

ღონისძიება ფართოდ გაშუქდა მასობრივი ინფორმაციის ადგილობრივი ბეჭდვით და ელექტრონულ საშუალებათა მიერ.

 
Cuisine 2017
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 8 9
11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ