ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შვიდი წლისთავთან დაკავშირებით, ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ფოტო-გამოფენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ელჩი არჩილ ძულიაშვილი ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა, როგორც 2008 წლის ომის, ასევე 1990-იანი წლების კონფლიქტების შესახებ.

განთავსების თარიღი: 20.08.2015
 

საქართველო წელს პირველად მონაწილეობს ქ. კაიროში, სალაჰ ალ-დინის ციტადელში გამართულ ფოლკლორის მესამე საერთაშორისო ფესტივალ „The International Festival for Drums and Traditional Arts"-ში. საქართველოს ფესტივალზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი "მერანი" წარმოადგენს. დასარტყამი ინსტრუმენტებისა და ტრადიციული ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ეგვიპტეში 19-25 აპრილს ტარდება.

განთავსების თარიღი: 18.04.2015
 

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ლუქსორის გუბერნიას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდ

განთავსების თარიღი: 12.03.2015
 

ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხელნაწერთა ცენტრის ორგანიზებით, ქართული დამწერლობის, ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენა გაიხსნა.

განთავსების თარიღი: 12.03.2015
 

კაიროში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და ეგვიპტეში ევროკავშირის მისიის მხარდაჭერით, ეგვიპტურ–ევროპულმა საბჭომ – მრგავლი მაგიდა გამართა თემაზე, სახელწოდებით „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ევროკავშირს შორის“.

განთავსების თარიღი: 29.12.2014
 

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში, მამლუქ ამირ ალ-ტაზის ისტორიულ სასახლეში (Amir Taz Palace) ქართული დამწერლობის ნიმუშების, საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართული და არაბული ხელნაწერების ფოტო-გამოფენა მიმდინარეობს.

განთავსების თარიღი: 24.12.2014
 

ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, საქართველოსა და ეგვიპტის ეროვნულ მუზეუმებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დოკუმენტის ტექსტზე მუშაობა საქართველოს საელჩოს აქტიური მონაწილეობით 2012 წლიდან მიმდინარეობდა.

განთავსების თარიღი: 09.12.2014
 

ბათუმი და შარმ-ელ შეიხი დამეგობრდნენ. ორ ქალაქს შორის მემორანდუმს ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და სამხრეთ სინას გუბერნატორმა, გენერალმა ხალედ ფოდა სიდიკმა მოაწერეს ხელი.

განთავსების თარიღი: 12.08.2014
 

 www.interpressnews.ge

ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი არაბთა ლიგის გენერალურ მდივანს ნაბილ ალ-არაბის შეხვდა.

განთავსების თარიღი: 11.05.2014
 

ღონისძიება ეგვიპტეში, კაიროს ოპერაში საქართველოს საელჩოსა და ეგვიპტის კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა. კონცერტზე ქართულ და არაბულ ენაზე ქართველი და ეგვიპტელი კომპოზიტორების ნაწარმოებები და სიმღერები, ასევე, მსოფლიო კლასიკური ნაწარმოებები შესრულდა.

განთავსების თარიღი: 06.05.2014
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ