2021 წლის 19 დეკემბერს გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის, ბატონი მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ევროპულ საკითხებში, ბატონ იჰაბ ნასრთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცების და ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.