2021 წლის 22 დეკემბერს გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებულის, ბატონი მიხეილ თიგიშვილის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის "საინვესტიციო და თავისუფალი ზონების გენერალური ორგანოს" - "GAFI"-ს აღმასრულებელ დირექტორთან, ბატონ მოჰამედ აბდელ-ვაჰაბთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური და ბიზნეს კავშირების განვითარების პერსპექტივები და დასახეს შემდგომი თანამშრომლობის გზები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი კომპანიების, "MIG Group"-ის და "BIO GEORGIA"-ს ხელმძღვანელები, რომლებიც საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით აწარმოებენ მოლაპარაკებებს ეგვიპტურ მხარესთან, ქართული პროდუქციის ეგვიპტეში ექსპორტთან დაკავშირებით.