2020 წლის 1 თებერვალს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ეგვიპტის უმაღლესი განათლების მინისტრის ხალედ აბდულ ღაფარის მოწვევით დაესწრო სპორტის პირველი საერთაშორისო ფორუმის გახსნის საზეიმო ცერემონიალს, რომელიც სუეცის არხის უნივერსიტეტისა და საერთაშორისო სტუდენტთა ურთიერთობების ცენტრალური ადმინისტრაციის ორგანიზებით ქ. ისმაილიაში ჩატარდა. ღონისძიებაში ეგვიპტის მასშტაბით 17 უნივერსიტეტი იღებდა მონაწილეობას.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ელჩი მოწვეულ დიპლომატიურ კორპუსთან და სტუმრებთან ერთად დაესწრო სუეცის არხის ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ პრეზენტაციას, სადაც წარმოდგენილი იყო არხის განვითერების მოკლე ისტორია, მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო პერსპექტივები.