საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2020 წლის ორ თებერვალს საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა.

2020 წლის ორ თებერვალს საქართველოს ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში მუდმივად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა. შეხვედრისას საქართველოს მოქალაქეებს მიეწოდათ ინფორმაცია დიასპორული ვებ-პორტალის www.gda.ge-ს შესახებ, განხილულ იქნა ვებ-პორტალის სტრუქტურა, მიზნები და შესაძლებლობები. ასევე, ქართველ თანამემამულეებს დაურიგდათ ინფორმაციული მასალა საერთაშორისო ორგანიზაციებში გამოცხადებული ვაკანსიების შესახებ.

უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დიასპორასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების ხედვის და გეგმების თაობაზე ინფორმაციის გაცნობასთან ერთად, საქართველოს ელჩი მათ   საელჩოს მიერ 2020 წლის პერიოდისთვის  დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროექტების შესახებაც ესაუბრა, რომელშიც აქტიური მონაწილეობის სურვილი ქართული დიასპორის წევრებმა დააფიქსირეს.