2020 წლის 11 თებერვალს გაიმართა საქართველოს ელჩის შეხვეედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის მინისტრთან მოჰამედ მანარ ანბასთან. შეხვედრას ეგვიპტის მხრიდან ასევე ესწრებოდნენ სამოქალაქო ავიაციის მინისტრის მოადგილე მონტასერ მანა მაიჰუბი, სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის პრეზიდენტი სამეჰ ელჰეფნი, სამოქალაქო ავიაციის მინისტრის მდივანი საერთაშორისო და შიდა საკითხებში, ბასემ სამი აბდელ ქარიმი.
შეხვედრის დროს საუბარი შეეხო კაიროსა და თბილისს შორის პირდაპირი ფრენების განხორციელების შესაძლებლობასა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრმლობის თაობაზე ხელშეკრულების დადების საკითხებს. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობასა და ორივე ქვეყნის დაინტერესებული უწყებების დონეზე შემდგომი ურთიერთობის გაღრმავებასთან დაკავშირებით.
მხარეები შეთანხმდენ, რომ გააგრძელებენ კონსულტაციების ორმხრივი ინტერესის მქონე სხვა საკითხებთან დაკავშირებით.