საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

020 წლის 26-27 თებერვალს ქ. კაიროში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო El-Sawy Cultural Wheel-ის ორგანიზებით გამართულ კულტურის ფესტივალში

2020 წლის 26-27 თებერვალს ქ. კაიროში საქართველოს საელჩომ მონაწილეობა მიიღო  El-Sawy Cultural Wheel-ის  ორგანიზებით გამართულ კულტურის ფესტივალში, სადაც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში აკრედიტებული საელჩოები და მათთან არსებული კულტურის ცენტრები იღებდნენ მონაწილეობას.

საელჩოსთვის გამოყოფილ სივრცეში წარმოდგენილი იყო საქართველოში წარმოებული ტრადიციულ სტილში შესრულებული სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთი და სუვენირი, ასევე საქართველოს შესახებ საინფორმაციო მასალები და წიგნები.

ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს საშუალება ქონდათ დაეთვალიერებინათ კაიროში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენელთა მიერ შესრულებული ნახატები და დაეგემნოვნებინათ ქართული კერძები, ასევე საშუალება ქონდათ მოესმინათ და გაცნობოდნენ ეგვიპტეში სასწავლებლად ჩამოსული ქართველი სტუდენტების მიერ შესრულებულ ქართულ სიმღერებსა და ცეკვებს, რომლებმაც ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლებსა და უცხოელ დიპლომატებს შორის  დიდი მოწონება დაიმსახურა.

 ვსარგებლობთ შემთხვევით და მადლობას ვუხდით ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში  ქართულ დიასპორას მხარდაჭერისთვის და საქართველოს კუთხის ღირსეულად წარმოჩენისთვის.