2020 წლის 25 აგვისტოს საქართველოს ელჩმა ეგვიპტეში, ალექსანდრე ნალბანდოვმა მონაწილეობა მიიღო ქ. კაიროში ტურიზმისა და სიძველეების მინისტრის, ხალედ ელ-ანანის მიერ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის საპატივცემოდ გამართულ მიღებაზე.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებებლი ხელისუფლების მაღალი რანგის თანამდებობის პირები, ასევე ტურიზმის სფეროში მომუშავე ადგილობრივი სტრუქტურების წარმომადგენლები.
აღნიშნული ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.