საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკასთან მემორანდუმი გაფორმდა

2021 წლის 1 აპრილს ქ. კაიროში გაიმართა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი. ეგვიპტის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა აშრაფ სობჰიმ, ხოლო საქართველოს მხრიდან - ეგვიპტეში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ალექსანდრე ნალბანდოვმა.

ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროში გაიმართა, ესწრებოდნენ აღნიშნული სამინისტროს და ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს თანამშრომლები.

მხარეთა შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი წარმოადგენს მათი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საფუძველს, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი კონტაქტების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას ახალგაზრდა თაობის პრობლემატიკის ფართო სპექტრთან დაკავშირებით.

საქართველოს საელჩო ულოცავს არაბთა რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას და უსურვებს ნაყოფიერ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაფართოების მიზნით.