2021 წლის 18 მაისს გაიმართა საქართველოს ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის შეხვედრა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბადრ აბდ ალ ატისთან.
შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
ამასთან საუბარი შეეხო ახლო აღმოსავლეთში აქტუალურ მოვლენებსა და „დიდი ეთიოპიის აღორძინების კაშხლის“ გარშემო მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესს.