საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ოფიციალური ვიზიტი ქალაქ ალექსანდრიაში

2021 წლის 1 ივნისს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები, ელჩის ალექსანდრე ნალბანდოვის ხელმძღვანელობით  ოფიციალური ვიზიტით ეწვივნენ ქ. ალექსანდრიას.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ელჩის შეხვედრა ალექსანდრიის ბიზნეს ასოციაციის  თავმჯდომარის მოადგილეებთან, დოქტორ აბდელ მონეიმ ჰაფეზთან და ბატონ ჰიშამ აბულ ელასთან. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ალექსანდრიის ბიზნეს-ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებმა და სხვა ეგვიპტელმა ბიზნესმენებმა.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს საქართველო-ეგვიპტეს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. ეგვიპტური მხარე დაინტერესდა საქართველოში განხორციელებული რეფორმებით და ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატით. ამასთან აღინიშნა, რომ ასოციაციის წარმომადგენლებს უკვე აქვთ საქართველოში წარმატებული ბიზნეს საქმიანობის გამოცდილება.

თავის მხრივ, ქართულმა მხარემ ალექსანდრიის ბიზნეს-ასოციაციის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს, ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემდგომშიც გაცვლიან ვიზიტებს და იმუშავებენ ერთობლივი პროექტების ორგანიზებაზე ბიზნესის და ინვესტიციების მიმართულებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.