2021 წლის 21-22 ოქტომბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულმა ბატონმა მიხეილ თიგიშვილმა ეგვიპტის ტურიზმისა და სიძველეების სამინისტროს მიერ, ეგვიპტეში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისათვის, ასვანის გუბერნიაში ორგანიზებულ გაცნობითი სახის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ეგვიპტეში აკრედიტებული 30-მდე ელჩი და დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
ზემოხსენებული მასშტაბური ღონისძიება ფართოდ გაშუქდა ადგილობრივი მედიის მიერ.