2021 წლის 22 ნოემბერს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებით რწმუნებული, ბატონი მიხეილ თიგიშვილი, დაესწრო AOI-(Arab Organization for Industrialization)-ის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას, რომელიც ეხებოდა ევროპული ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებისათვის არაბული ინდუსტრიალიზაციის პროცესის, სტრატეგიის გაცნობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ეგვიპტეში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები და დიპლომატიური კორპუსის მაღალი რანგის წარმომადგენლები.